პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად გაიმართება. შესაბამისად, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები ღონისძიებას ვერ დაესწრებიან, რადგან იმავე დროს მოედანზე გასვლა მოუწევთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ შეძლებს ზემოხსენებულ ღონისძიებაზე დასწრებას.
🚨Paris Saint-Germain – Olympique Lyonnais décalé au lundi 26 octobre à 20h30. La LFP prend acte de l’arrêté de la Préfecture de Police interdisant l’organisation de la rencontre Paris Saint-Germain - Olympique Lyonnais, comptant pour la 8ème journée de Ligue 1 McDonald's, le dimanche 25 octobre à 20h45 et décide, en accord avec Ligue 1+, de décaler le match au lundi 26 octobre à 20h30. La rencontre sera retransmise en direct sur Ligue 1+.
— Ligue de Football Professionnel (@LFPfr) October 23, 2026











