UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა.
"ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზის გაკეთება მიჭირს, თუმცა როდესაც იხსენებ, რა კარგი იყო იანი უკანასკნელ ჩხუბში, სხვა შედეგის წარმოდგენა რთულია. მართალია, 1-ელ დუელში დვალიშვილი უბრალოდ დაუჯერებლად გამოიყურებოდა. მერაბი ძალიან აქტიური იყო და ამან თავისი როლი ითამაშა.
თუ მათი ბოლო ბრძოლიდან ვიმსჯელებთ, უპირატესობა პიოტრს უნდა მივანიჭო. ამის თქმა მიჭირს, რადგან დვალიშვილი ძალიან მიყვარს და ასეთი პროგნოზის გაკეთება არ მინდა. სინამდვილეში ორივეს მიმართ კარგად ვარ განწყობილი, იანთან კი საერთოდ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ამიტომ ჩემი არჩევანია, პიოტრი", - განაცხადა "დიდებულმა".
















