პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დეზირე დუეს შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელი შეაქო. ესპანელი სპეციალისტის თქმით, დუე გამოირჩევა შრომისმოყვარეობითა და გუნდზე მუდმივი ზრუნვით.
"ის წარმოუდგენლად შრომისმოყვარე ფეხბურთელია და ყოველთვის ცდილობს, გუნდს დაეხმაროს. როდესაც მოედნიდან გაგყავს, სათადარიგოთა სკამზე ყოველთვის იღიმის. მას გუნდის დახმარება ყოველთვის სურს.
დუე საოცარი ფეხბურთელია და მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა როგორც ბავშვებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. მოვუწოდებ, კვლავ იმავე გზით გააგრძელოს სვლა, იყოს თავმდაბალი და ამბიციური, რადგან ამბიციების ქონა მნიშვნელოვანია. დაე, გააგრძელოს ის, რასაც ახლა აკეთებს", - განაცხადა ენრიკემ პარი სენ-ჟერმენის პრესკონფერენციაზე.

თუმცა, ენრიკეს მიაჩნია, რომ დუეს ასაკისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მის გარშემო არსებული აჟიოტაჟის მართვაა. ესპანელი მწვრთნელი აცნობიერებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, რაც მის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
"მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და ასაკის გათვალისწინებით, ყველაზე რთული მის გარშემო არსებული აჟიოტაჟის გამკლავებაა", - აღნიშნა ლუის ენრიკემ.




![[VIDEO] "უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი", - მამარდაშვილი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBpisqCSi4tbNfjmDpIh8P2fud3y8gDVq.jpg&w=3840&q=75)






