“საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს. დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ", - ეს კრისტიან ძაკარდოს სიტყვებია Sky Sport-თან.
ქართველი მენეჯერის, მამუკა ჯუღელის პარტნიორმა გავლენიან სააგენტოსთან 2009 წლის 30 მარტს დაბადებულ, 15 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ანდრია ბართიშვილმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანდრიას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვენიას კარში, 31-ე წუთზე გატანილი პირველი გოლი, გიორგი ჩაკვეტაძის ერთა ლიგის ისტორიაში პირველ გოლს გაგახსენებთ.
ანდრია ბართიშვილი, რომელიც როგორც ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაშობს, დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თუმცა ამჟამად უკვე კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელია, რომლის მფლობელიც სწორედ მისი მენეჯერი, მამუკა ჯუღელია.
1,70 სმ სიმაღლის ფეხბურთელის ძლიერი მხარეები: სისწრაფე, ტექნიკურობა, მოქნილობა, დრიბლინგი.
2024 წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, ანდრია ბართიშვილმა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც 17-წლამდე ასაკის გამორჩეულმა ტალანტმა, მიიღო. ჯილდოსთან ერთად, ანდრიას Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიერ დაწესებული ფულადი თანხა - 5 000 ლარის ოდენობით გადაეცა.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…