საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შეკრებას რუსთავში გადის, 16 მარტს კი ალმათში გაემგზავრება. სარეიტინგო შინაარსის მქონე ტურნირის მასპინძელი ყაზახეთია. ჩვენი გუნდი მონაწილეობას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი - ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება.
გიორგი ჩიტაურის საქართველოს 17-წლამდე ნაკრების განაცხადი ასეთია:
🔘 მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).
🔘 მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხუციშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილიი (დინამო თბილისი), გიორგი ჭეხანი (გაგრა), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).
🔘 ნახევარმცველები: ლუკა ჯაბუა (დინამო თბილისი), გიგი ბულია (დინამო თბილისი), საბა ხოფერია (დინამო თბილისი), ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხეცურიანი (სამგურალი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გელაძე (ლოკომოტივი თბილისი).
🔘 თავდამსხმელები: თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).
19 მარტს - ყაზახეთის, ხოლო 22 მარტს - ლიეტუვას წინააღმდეგ დაგეგმილი ორივე მატჩი იდენტურ დროს, თბილისის დროით 11:00 საათიდან შედგება.
⭕შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოებს
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…