ილია თოფურიას ძლიერი ხელები და სანოკაუტე ძალა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფენომენია და მისი შედეგებიც არაერთხელ ვიხილეთ - ანალოგიურ აზრზეა UFC-ის მსუბუქი წონის გამორჩეული კონტენდერი და ცნობილი ტიტულის ჩელენჯერი, დასტინ პორიეც.
უკანასკნელად "ბრილიანტმა" ინტერვიუ "The Schmo"-სთან ჩაწერა, სადაც მან ქართველ ჩემპიონზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ვფიქრობ, რომ თოფურიას წონაში კიდევ არიან მებრძოლები, რომლებთანაც მას შეუძლია იჩხუბოს. ქართველი მე პირადად ნანახი არ მყავს, მაგრამ მგონია, რომ ისლამი მასზე ფიზიკურად ბევრად დიდი იქნება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ თოფურია მკვლელია და მას 65-დან 77 კილოგრამამდე ყველას გათიშვა შეუძლია," - განაცხადა პორიემ.
ილიას მსუბუქ წონაში ასვლასთან დაკავშირებით, "ელ მატადორისა" და დასტინის ჩხუბის იდეაც განიხილებოდა, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ მოგვეპოვება. თვით პორიეს თქმით, მის შესახებ საბრძოლო სიახლეებს მალე გავიგებთ და პოტენციური ბრძოლა ზაფხულში, ნიუ ორლეანში ექნება.
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
ცოტა ხნის წინ დასრულდა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით დაახლოებით 22:00 საათიდან. რაც შეეხება უშუალოდ პრესკონფერენციას, ორივე მებრძოლი თავის წარმატებაშია დარწმუნებული. მერაბ დვალიშვილი - "ყველაფე…
23 ოქტომბერს, თბილისში,GFC არენაზე Georgian Fighting Championship-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. GFC 39 20:00 საათზე დაიწყება და MMA-ს გულშემატკივარი 9 დაპირისპირებას იხილავს. საღამოს მთავარი ბრძოლა GFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.ერთმანეთს ნიკოლოზ „მგელი“ ბიბილაშვილი დ…
ლევან ჩოხელის მომავალი ბრძოლის გამართვის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია. 5 დეკემბერი, საუდის არაბეთი, რიადი - ივენთზე, სადაც მთავარ ჩხუბში ისრაელ ადესანია დაუპირისპირდება შარა მაგომედოვს, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე ისლამ დულატოვი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ჩოხელის ოპონენტზ…
მერაბ დვალიშვილის ლეგენდარული სვლა გრძელდება. 2017 წლიდან - დღემდე, ვიხილეთ მისი დებიუტი UFC-ში, პირველი გამარჯვება, ტოპ 15-ში შესვლა, 61 კილოგრამ დივიზიონის წამყვან მებრძოლად ჩამოყალიბება, ქამრის მოპოვება, შემდეგ კი არაერთხელ დაცვა. ცალკე გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენის სტატის…
დასრულდა RKENA-სა და PFL-ის ერთობლივი ივენთი, რომელიც ქართველი მებრძოლების დომინირებით წარიმართა. საღამო გაიხსნა პრელიმ ქარდის 9 ჩხუბით, რომელშიც იყო 7 ქართველი მებრძოლი და ჩვენი სპორტსმენების მოგებით 5 დუელი დასრულდა. გამარჯვება მოიპოვეს მათე სანიკიძემ, ზუკა ივანიაძემ, გიორგი ფო…
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისთვის ქამრის წართმევით, ქართველი სპორტსმენი უფრო თავმდაბალი გახდა. "დაუნდობელი" ასევე შეეხო მისი და ისლამ მახაჩევის კონფლიქტს, რომლის მიზეზი რუსეთის დ…