აშშ-ს ჩემპიონატში, საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედი ვარსკვლავურ ინტერ მაიამის ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის მთავარი მოქმედი პირი ქართველი შემტევი იყო - საბა ლობჟანიძემ მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე, სწორედ საბა ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც 59-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 3 წუთში მესიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, 73-ე წუთზე ტიარემ აიღო ინტერ მაიამის კარი და საბოლოო ანგარიში, 1:3 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საბა ლობჟანიძემ ორივე გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა — Sofascore-მა 29 წლის ქართველის თამაში 8,7 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ატლანტა იუნაიტედს 16 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება, ხოლო ინტერ მაიამი 34 ქულით MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში საბა ლობჟანიძის გუნდი შარლოტს უმასპინძლებს, ხოლო მესის გუნდი სენ ლუის სითის მიიღებს.
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…