ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის რეალში თამაშობდა, ბარსელონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და დაცვის ხაზი გააკრიტიკა.
„ბარსელონას არ ჰყავს უპამეკანოს მსგავსი მცველი - ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, თავდამსხმელს ერთი-ერთზე, ზურგს უკან 30 მეტრიან თავისუფალ სივრცეში დაუპირისპირდეს და დარწმუნებული იყო, რომ სიტუაციას გაუმკლავდება.
ჩემი აზრით, კუბარსი მათი საუკეთესო მცველობისგან ძალიან შორს არის. ის აერთიანებს ორთაბრძოლებში ფიზიკურ სიძლიერესა და სისწრაფეს, რაც საშუალებას აძლევს, დაცვითი ხაზის უკან არსებული 30-მეტრიანი სივრცე ეფექტურად გააკონტროლოს.
თუმცა, როდესაც დანარჩენ სამ მცველს ვუყურებ, ვერცერთს ვერ ვხედავ ისეთ ფეხბურთელად, რომელსაც თავდამსხმელთან ერთი-ერთზე დარჩენა და დაცვითი ხაზის უკან 30 მეტრიანი სივრცის კონტროლი შეუძლია.როგორც კი მეტოქე ბარსელონას პრესინგს თავს აღწევს, შეტევისთვის უზარმაზარი სივრცეები იხსნება.
ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ეს სივრცეები იმ მცველების წინ ჩნდება, რომლებსაც არც განსაკუთრებული დაცვითი უნარები აქვთ და არც ის გამორჩეული სისწრაფე, რომელიც პოზიციის დაკარგვის შემდეგ სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარებოდათ.
უპამეკანოს ან დეივისის მსგავსი მცველები რომ მყავდეს, დაცვითი ხაზის უკან დარჩენილ 30 მეტრიან სივრცეზე არ ვინერვიულებდი,მაგრამ ისეთი ფეხბურთელების შემთხვევაში, როგორებიც კანსელუ და ჟერარდ მარტინია, ეს გაცილებით რთული ხდება", - განაცხადა კროოსმა.











