თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სომხეთი-საქართველოს მატჩის საჯარო ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე შედგება. ასევე, იმუშავებს საკვები ობიექტებიც და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი - ინფორმაცია ცნობილი დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გახდა.
20 მარტს, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი შეხვედრა ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის წინააღმდეგ, 90+4 წუთზე მიღებული მეორე ყვითელი ბარათისა და დისკვალიფიკაციის გამო, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პლეიოფის აღნიშნულ მატჩს გამოტოვებენ.
23 მარტს, დინამო არენაზე დაგეგმილი საპასუხო დაპირისპირების ყველა ბილეთი სრულად, დაახლოებით 8 საათში გაიყიდა. სრულადაა გაყიდული ერევანში ჩანიშნული შეხვედრის ყველა ბილეთიც, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…