საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური ფინიშთან მივიდა.
გაგრამ და დილამ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ნულოვანი ფრით (0-0) ქულები გაიყვეს, იდენტური ანგარიში დაფიქსირდა მესხი 2-ზეც, სადაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა საგარეჯოს გარეჯმა დინამო ბათუმს უმასპინძლა (0-0). 2025 წლის საფეხბურთო სეზონში კახური გუნდი საშინაო მატჩებს, საგარეჯოს ნაცვლად, სწორედ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.
დრამატული გამოვიდა მატჩი დინამო არენაზე, სადაც დინამო თბილისმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. მატჩში 3 გოლი გავიდა და დინამო თბილისის გამარჯვებით, ანგარიშით - 2-1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე, ნოდარ ლომინაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი იაკობიძემ გახსნა. მე-14 წუთზე თერთმეტმეტრიანი, რომელიც დავით მუჯირმა შეასრულა, მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია. 60-ე წუთზე, დინამო თბილისის კარში მეორე პენალტი დაინიშნა და ამჯერად, ბურთთან ლუკა ხორხელი მივიდა, თუმცა მაქაცარიამ დინამო თბილისის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
90+5 წუთამდე, შეხვედრაში ფრე ფიქსირდებოდა, თუმცა დინამო თბილისმა გაიბრძოლა და 3 ქულის გადარჩენა ნიკა ნინუას შორეული გასროლის შედეგად მოახერხა.
საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის მეორე ტურში, დინამო თბილისის განაცხადში შესული ოცივე ფეხბურთელი თავად კლუბის აკადემიის აღზრდილი იყო, რაც ქართული ფეხბურთისა და ტურნირის ისტორიაში, პირველად მოხდა. სამგურალთან მატჩში, უმაღლეს ლიგაში დინამო თბილისის მაისურით დებიუტი ჰქონდა: ნიკოლოზ ჩიქოვანს, ლუკა წულაიას, გელა სადღობელაშვილს, თეიმურაზ ოდიკაძესა და საბა ახალკაცს.
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი 1 მარტს განახლდა, თუმცა დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობისა და უამინდობის მიზეზით, დინამო თბილისს დინამო ბათუმთან დაგეგმილი მატჩი 1 აპრილისთვის გადაედო.
შესაბამისად, აღნიშნული მატჩი, თბილისური გუნდისთვის 2025 წლის სეზონში პირველი იყო.
ბოლოს, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის მე-3 ტური 9 მარტს დაიწყება - ქუთაისის ტორპედო თელავს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან უმასპინძლებს.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…