პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მორიგი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ბრენტფორდს უმასპინძლა.
მაყურებლებმა საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა იხილეს, რომელშიც სტუმარმა გუნდმა ტოპ პერფორმანსი აჩვენა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.
"წითელი ეშმაკების" პრობლემებს დასასრული არ უჩანს - ოლდ ტრაფორდის ბინადრები 12 ტურის შემდეგ, 8 ქულით, მე-19 პოზიციაზე იმყოფებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი 0-4 ბრენტოფრდი
გოლები: 0-1 კალუმ ვილსონი 19', 0-2 კალუმ ვილსონი 32', 0-3 კრისტოფერ აიერი 82', 0-4 კევინ შადე 90+1'.











