სერია A-ს მე-13 ტურის მორიგი მატჩი ბენიტო სტირპეზე გაიმართა, სადაც ფროზინონემ პარმას უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად, ანგარიშით 3-0 დაამარცხა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო გიორგი კვერნაძემ, რომელმაც 74-ე წუთზე კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"კვერნაძეზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, ხვალ ან ორშაბათს უნდა დაველოდოთ. მინდოდა, მოედნიდან გამეყვანა, თუმცა მან დამარწმუნა, რომ თავს კარგად გრძნობდა. გარკვეული ეჭვები გვაქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია."











