ერთა ლიგის მატჩების წინ, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამართა.
ნაკრების წინა მატჩებზე:"წლის ბოლო იყო და ბევრი ფეხბურთელი თამაშებს გადაღლილი შეხვდა. ზაფხულიდან მოყოლებული მათ ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ. ევროპის ჩემპიონატმაც თავისი როლი ითამაშა და წლის ბოლოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ. ვფიქრობ, მომავალ თამაშებს ისინი უკეთეს ფორმაში და უფრო დასვენებულები შეხვდებიან."
კაშია-კვარაცხელიას დანაკლისზე: "ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან - კაპიტანი და შეტევის ლიდერი, თუმცა გვყავს სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც მათი ჩანაცვლება შეუძლიათ. მაგალითად, საბა გოგლიჩიძე, რომლის დებიუტსაც უფრო ადრე ველოდით. მოუთმენლად ველი მის თამაშს ნაკრებში."
სომხეთთან შანსებზე: "საკმაოდ მნიშვნელოვანი დერბი გველის. ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ წელი წარმატებით დავიწყოთ. C დივიზიონის დონის ნაკრები ნამდვილად არ ვართ, ამიტომ ახლა ჩვენი მიზანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა."
კაპიტანი კაშიას არყოფნაში: "პირველ შეხვედრაში, გურამ კაშიას არყოფნაში ნაკრების კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, რომელსაც ლიდერული თვისებები აქვს და ამაში პოზიციაც ხელს უწყობს."
გიორგი მამარდაშვილზე: "მამარდაშვილმა და ვალენსიამ სეზონი მძიმედ დაიწყეს. ვფიქრობ, მამარდა ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, ვისაც დასვენება სჭირდებოდა, რადგან ბოლო ორ წელში ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა. ის მაღალი დონის მეკარეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდება."
ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია პარიზში გადავიდა. ისიც ბედნიერია და ეს მოედანზე ჩანს. კარგად ვხედავთ, რომ ხვიჩა მოედანზე ბევრს შრომობს, პროდუქტიულია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მისგან ნაკრებშიც იგივეს ველი."
ლუკა ლაცაბიძეზე და ახალგაზრდებზე "ლუკა საკმაოდ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. თუ ის შრომას გააგრძელებს, ეროვნული ნაკრების მომავალი იქნება. ამ შეკრებაზე უკეთ შევხედავ და ვნახავ, გამოვიყენებ თუ არა შემოდგომის თამაშებისთვის. მისი ნაკრებში გამოძახების ერთ-ერთი მიზანი მომავალზე ფიქრია. ზოგადად, ადრე თუ გვიან, თაობათა ცვლის დრო აუცილებლად მოვა და ამაზე მუშაობა უკვე უნდა დავიწყოთ."
მიმართვა გულშემატკივრებს:"გულშემატკივრის გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით და მომავალშიც ასე იქნება. ერთნაირი კოლექტივი ვართ, ერთმანეთთან დაკავშირებული და ვაფასებთ მათ მხურვალე მხარდაჭერას. მომავალ მატჩებშიც ასე იქნება და ვეცდებით, ამის ხარჯზე წარმატებას მივაღწიოთ."
ვინ შეცვლის კვარაცხელიას?: "მას ვერავინ შეცვლის, ის უნიკალური მოთამაშეა. გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ კვარაცხელია შეუცვლელია. მის არყოფნაში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს და ეს სხვა ფეხბურთელებს შესაძლებლობას მისცემს, რომ თავი წარმოაჩინონ."
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…