საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა, ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების C ლიგის მეორე ჯგუფში თამაში, გამარჯვებით დაიწყო. ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, მესხი 2-ზე, ანდორას უმასპინძლა და ანგარიშით - 2-1 დაამარცხა.
პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა, შეხვედრაში გასული სამივე გოლი კი მეორე ტაიმში ვიხილეთ - ჩვენი გუნდი აქტიური იყო, თუმცა მომენტების რეალიზაცია უჭირდა, შედეგად, ანდორამ ისარგებლა და შეხვედრაში ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა, რასაც 83-ე წუთზე ჯერ მაიკო ბებიას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, ხოლო 87-ე წუთზე, წინ თეონა ბაქრაძის გოლით გავედით.
საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს საერთო სცენარის შესაცვლელად და გამარჯვებისთვის მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა.
ირის ანტმანი (მთავარი მწვრთნელი): “ანდორა თავს კარგად იცავდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და თამაშის დასრულება პირველ ტაიმშიც შეგვეძლო. შანსები ვერ გამოვიყენთ, თუმცა ეს გამოცდილებაა. ზოგჯერ დაცვიდან თამაში ჩვენ გვიწევს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო შემტევები უნდა ვიყოთ.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს, როდესაც გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეს ორი გოლით ვუპასუხეთ. იგივე გავაკეთეთ ლუქსემბურგის წინააღმდეგ. ასე, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთება არც უკანასკნელად მოგვიწია და მომავალში, პირველები ჩვენ გავიტანთ, რაც გამარჯვების მოპოვებას გაამარტივებს”.
ჩვენს გუნდს შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩი რამდენიმე დღეში, 25 თებერვალს, სტუმრად - კვიპროსში, თბილისის დროით 21:00 საათიდან ელის.
“ყველა მატჩი განსხვავებულია, კვიპროსი დამარცხებული გვყავს, თუმცა მათ ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ და სამ ქულას მოვიპოვებთ”.
შეგახსენებთ, რომ C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება. B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს და პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…