სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურმა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იბერია 1999-მა ქუთაისის ტორპედო დამაჯერებლად, ანგარიშით - 2-0 დაამარცხა, ხოლო პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, თელავმა კავკასიონი არენაზე, კოლხეთი 1913-ს მინიმალური სხვაობით მოუგო - 1-0.
იბერია 1999 ლუკა სილაგაძის შედეგიანი გადაცემის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ 39-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე, საკუთარ კარში ბურთი ქუთაისის ტორპედოს ბრაზილიელმა მცველმა, ერიკ პიმენტელმა ჩაჭრა.
თელავში, მატჩის გმირი ტატო ჟივიძე გახდა. 23 წლის მცველს, 58-ე წუთზე ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 19 წლის ნიკა ცეცხლაძემ გაატანინა. ნახევარმცველი თელავს სეზონის განახლების წინ, დინამო თბილისიდან შეუერთდა.
6 მარტს, ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა შედგება: დავით პეტრიაშვილი არენაზე გაგრა დილას 17:00 საათიდან უმასპინძლებს, 19:00 საათიდან, დინამო არენაზე, დინამო თბილისი სამგურალს მიიღებს, ხოლო 20:00 საათიდან, საგარეჯოს გარეჯი დინამო ბათუმს მესხი 2-ზე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პირველ ტურში უამინდობის მიზეზით 3 მატჩი გადაიდო, შესაბამისად, დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, სამგურალი, გარეჯი და დილა ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის პირველ მატჩებს 6 მარტს გამართავენ.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…