ჰანსი ფლიკი ოქროს ბურთის დაჯილდოებას გამოეხმაურა. მან მიულოცა ჰარი კეინს გამარჯვება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ბალონ დ'ორის მოპოვება ლამინ იამალსაც შეეძლო. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ვინგერი გავიდა მე-3 პოზიციაზე, ინგლისელი ფორვარდისა და კილიან მბაპეს შემდეგ.
"კეინმა ოქროს ბურთი დაიმსახურა. კარგად იცით, თუ რას ვფიქრობ იამალის შესახებაც - ის იმყოფება იმ დონეზე, რომელიც ასევე არის საკმარისი ბალონ დ'ორის მოსაგებად. ვამაყობ იმ ყველაფრით, რასაც ლამინმა უკანასკნელ 2 წელში მიაღწია. მისი მენტალიტეტი ბარსასთვის დიდი უპირატესობაა.
მიხარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა და ახლა შეგვიძლია მოვახდინოთ კონცენტრაცია იმაზე, რაც მომავალში გველის. სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა. შეგახსენებთ, კატალონიელთა უახლოესი მოწინააღმდეგე პრიმერა დივიზიონში ალავესი იქნება.











