მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები: პოლონეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რამაზ სვანაძის ნაკრები შეკრებას თურქეთში გაივლის და 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 22 მარტს, ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი ნაკრების მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21-წლამდე ნაკრები გახლავთ, რომელსაც 25-ში დავუპირისპირდებით.
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრების განაცხადი ასეთია:
🔘 მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
🔘 მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა).
🔘 ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).
🔘 თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთის 8 ქალაქის 8 სტადიონზეა დაგეგმილი. უშუალოდ ჩვენი ნაკრები მატჩებს 8 ქალაქიდან 2-ში: პოლონეთისა (11ივნისი) და საფრანგეთის (14 ივნისი) წინააღმდეგ - ჟილინაში, ხოლო პორტუგალიის (17 ივნისი) წინააღმდეგ - ტრენჩინში გამართავს.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების საფასური 12 და 15 ევროა. ბილეთების შეძენა შესაძლებელი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზეა. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურის გავლა, შემდეგ კი სასურველი ადგილისა და კატეგორიის ბილეთის შერჩევა.
⭕შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოებს
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…