ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს წინ პლეი-ოფი ელის, რომელიც 2027 წლის მარტში გაიმართება. რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და A დივიზიონში გადასვლა ვერ მოახერხა, თუმცა B ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს.
დღეს გამართულმა წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქე გამოავლინა — ფარერის კუნძულები იქნება გუნდი, რომელსაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდება.
ჩვენი ნაკრები პირველ მატჩს 25 ან 27 მარტს სტუმრად ჩაატარებს, საპასუხო შეხვედრას კი 28 ან 30 მარტს საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
თუ სვანაძის გუნდი ამ ბარიერს გადალახავს, საქართველოს ეროვნული ნაკრები B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
ფოტო: Nakrebi.ge
















