საქართველოსთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი უკრაინის ნაკრების თავკაცმა ანდრა მალდერამ გააკეთა.
"ვფიქრობ, ჯგუფი საკმაოდ თანაბარი იყო. შეგვეძლო პირველ ადგილზეც გავსულიყავით და ბოლოზეც. საქართველო, რომელმაც საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავა, ნამდვილად არ არის უნგრეთზე ან თუნდაც უკრაინაზე სუსტი. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ჯგუფი ძალიან დაბალანსებული იყო. ახლა კი ვიწყებთ მსჯელობას: „აი, რომ...“ ირლანდიასთან მატჩის ბოლო წუთზე სიკანს რომ გაეტანა, შესაძლოა, მოგვეგო კიდეც და დღეს მეორე ადგილზეც კი ვყოფილიყავით.
რა თქმა უნდა, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ემოციური და ფსიქოლოგიური წნეხი უზარმაზარი იყო. ბიჭებმა დღეს მართლაც კარგად ითამაშეს. საკმაოდ პარადოქსული სიტუაციაა: მოვიგეთ მატჩი, რომელშიც ბურთს იშვიათად ვაკონტროლებდით. ფეხბურთი უცნაური თამაშია.
ხაზს გავუსვამდი გუნდურ სულისკვეთებას - იმას, რაც ზოგჯერ გვაკლდა კიდეც. სწორედ ამიტომ უნდა ვაფასებდეთ ასეთ მატჩებს. ისეთი თვისებები, როგორიცაა ხასიათი, გამძლეობა და სულისკვეთება, ვარჯიშებით ძნელად გამომუშავდება. არ არსებობს სპეციალური სავარჯიშო ამ თვისებების გასავითარებლად. თუ გუნდს ეს შინაგანად აქვს, დიდი პლიუსია", - განაცხადა მალდერამ.












