უკრაინასთან წაგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"თამაშზე საუბარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დამთავრდა ერთი დიდი ციკლი და საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რათა მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ. წარსული მიღწევებისთვის ყველას მადლობა, თუმცა ფეხბურთი არის დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოცემულობა გვაქვს ახლა. გულშემატკივარს აინტერესებს შედეგი.
ყველაფერი ნულიდან გვაქვს დასაწყები. მალე ყველა ისეთ საქართველოს ნაკრებს იხილავს, როგორიც ევროპულ დღეებზე იყო. თქვენი გვერდში დგომა და ერთიანობა ძალიან გვჭირდება.
ბევრი ამბობს, რომ ისევ ჭაობში დავეშვით. პირობას გაძლევთ, საქართველოს ნაკრები ჭაობში არასდროს დაეშვება. მარტში B ლიგაში დასარჩენ ფლეი-ოფს ვთამაშობთ და შეგვწევს ძალა, რომ ამ ლიგაში დავრჩეთ.
ძალიან კარგად ვიცოდი, სად მოვდიოდი. ერთად ვიყავით, როცა საქართველოს ნაკრებს წარმატება ჰქონდა და ერთად უნდა ვიყოთ ახლა, როცა ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს. ტვირთი ჩემზე მოდის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მარტიდან ისეთ საქართველოს ნაკრებს ნახავთ, როგორიც ყველას გვსურს", - განაცხადა სვანაძემ.












