საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 15 ნოემბერს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ითამაშებს და ხორვატიას დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრების შემტევი ლაშა ოდიშარია ამ მატჩის მოლოდინებზე LaGazzetta.ge-სთან საუბრობს.
– ისტორიულ მატჩამდე 2 კვირაა დარჩენილი, როგორ ემზადები ამ შეხვედრისთვის?
– შესარჩევი ციკლი წარმატებულად ჩავატარეთ და ახლა დროა ფლეიოფშიც წარმატებულად ვითამაშოთ. ხორვატია ძალიან ძლიერი მეტოქეა, თუმცა ერთი უპირატესობა გვაქვს - ერთმუშტად შეკვრით და გუნდურობით მიზნის მიღწევა შეგვიძლია. რომ შევიკრიბებით, უკეთ მოვემზადებით, მეტოქეს განვიხილავთ და მოლოდინიც უფრო გაიზრდება.
– წინა დღეებში ამ თემაზე 21-წლმდელების სხვა ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ და ყველამ გვითხრა, რომ თქვენი წარმატების გასაღები ერთიანობაა, რა იგულისხმება ამ ერთიანობაში?
– როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირს, როცა მოედანზე დაძაბულობა და ნერვიულობაა, ამ დროს ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ვაზღვევთ და ერთიანობაც ამაში გამოიხატება. მაგალითად, ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ავიღოთ. გოლი გავუშვით, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომით თამაში შემოვატრიალეთ.
– მოედანზე ერთმანეთის დაზღვევა და ერთიანობა - ეროვნული ნაკრების წარმატებაც აქედან მოდის. არის თუ არა თქვენთვის მოტივაცია, როცა ეროვნული ნაკრები ასე წარმატებით თამაშობს?
– ეროვნული ნაკრები ჩვენი ინსპირაციის წყაროა. მათ თამაშებს რომ ვუყურებ, საოცარი ემოციები მეუფლება. გეთანხმებით, მათი წარმატების საიდუმლოც ერთიანობაა და ყველა ეს თვისება მათგან გადმოვიღეთ.
– რიგასთან ერთად ევროპა ლიგაზე თამაშობ და გალათასარაის გოლიც გაუტანე...
– ზოგადად, ეროვნული ლიგიდან უცხოეთში წასვლა და ადაპტაციის მაშინვე გავლა ადვილი არ არის, თუმცა ეს შევძელი და კარგ, დალაგებულ გუნდში ვთამაშობ. ევროპა ლიგაზე აინტრახტთან ვითამაშე. მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. გალათასარაისთან გოლის დროს საოცარი ემოცია დამეუფლა, რადგან ამ ფეხბურთელებს ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი და მათთან თამაში ჩემი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარე.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ დონის მატჩების ჩატარება გუნდში, რათა ნაკრებში მეტად გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი ჩამოხვიდე?
– კლუბში მსგავსი თამაშები ძალიან მეხმარება, რადგან ნაკრებში უფრო მეტად თავდაჯერებეული ჩამოვდივარ. თან იმხელა ნერვიულობა და სტრესი აღარ მაქვს ხოლმე, რადგან მსგავსი დონის მატჩების გამოცდილება უკვე მაქვს. როგორც ზემოთ გითხარით, აინტრახტთან ჩვენს მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დარწმუებული ვარ, თბილისშიც უამრავი ხალხი მოვა და გავსებულ სტადიონზე ხორვატიის წინააღმდეგ გავიმარჯვებთ.
– რას გვეტყვი სამომავლო მიზნებზე...
– ვცდილობ ჩემს თავზე ყოველდღიურად ვიმუშავო და გავიზარდო როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ვმუშაობ, რომ ფსიქოლოგიურადაც მდგრადი ვიყო, რადგან ფეხბურთში მენტალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე, მიზანი 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, კლუბთან ერთად კი - ჩემპიონობა.
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…