ოფიციალურად: ლივერპულთან, ოთხშაბათს გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, მაქსენს ლაკრუამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მცველი მოედანს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 26 წლის ცენტრალური მცველი ვარჯიშს 2027 წლის დასაწყისში განაახლებს.












