დღეს პარიზში ოქროს ბურთის რიგით 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დღეს გასამართ საღამოზე 2023/24 სეზონს შეაჯამებენ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მწვრთნელსა და სხვადასხვა გამარჯვებულებს გამოავლენენ, თუმცა ჩვენი ინტერესი მაინც გიორგი მამარდაშვილის მიმართ არის მიპყრობილი — 23 წლის ქართველი ფეხბურთელი იაშინის ჯილდოზეა ნომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო 10 მეკარეს შორის მოხვდა.
მამარდაშვილის გარდა, იაშინის ჯილდოზე კიდევ 9 მეკარეა ნომინირებული: დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონვენ უილიამსი.
ცნობილია ასევე 2024 წლის ოქროს ბურთის 30 მთავარი ნომინანტიც. სიას სამეული ლიდერობს, კერძოდ ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და როდრი. ფავორიტი ამ სამეულსაც ჰყავს — ყველა დიდი გამოცემის თუ ჟურნალისტის აზრით, 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი ვინისიუსია და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ბრაზილიელი ამ ჯილდოს დღეს მიიღებს.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…