საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შემოდგომის სანაკრებო ციკლი შვედეთთან მატჩით გახსნა და ანგარიშით - 3-2 დამარცხდა. ჩვენი ნაკრებიდან მატჩის პირველი გოლი მე-13 წუთზე ნოდარ ლომინაძემ ლაშა ოდიშარიას გადაცემის შემდეგ გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე, ტაბლოზე დაფიქსირებული მეორე გოლი მეტოქის ავტოგოლი გახლდათ.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ,,თამაშის სცენარი, რომელიც წარმოგვედგინა, მეტოქის პირველ გოლამდე მუშაობდა. ყველაზე დასანანია, რომ ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ მთელი გეგმა აგვირია. ასეთ დონეზე შეცდომების დაშვებას არავინ გაპატიებს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმის სტარტზევე მესამე გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქის შეცდომით თამაშში დაბრუნება მალევე შევძელით. მცდელობები ბევრი გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თამაშის ის ხარისხი ვერ ვაჩვენეთ, როგორიც თუნდაც, ამ გუნდთან ბათუმში გვქონდა.
ბოლო მატჩებია დაცვის ხაზში პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს: ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები და პირველ რიგში, მათი გამოცდილება. კონკრეტულად ის გამოცდილება, რომელიც საბა საზონოვს, ლუკა გაგნიძეს და გაბრიელ სიგუას აქვთ. ეს გამოცდილება ზუსტად ასეთი მატჩებისთვის არის საჭირო და დასანანია, რომ ეს მოთამაშეები არ გვყავდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მატჩი მხოლოდ მათი არყოფნით არის განპირობებული.
როდესაც ასეთი დონის გუნდთან, ამდენ ინდივიდუალურ შეცდომას უშვებ, დგება ის რეალობა რაც დადგა. გარდა ამისა, გუნდურობის საკითხზეც, ბევრი გვაქვს სამუშაო - როდესაც ანგარიშში ჩამოვრჩით, თამაშის განვითარების ინდივიდუალურმა ხასიათმა იმატა, რაც ასეთ დროს, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მიუღებელია. მაშინ, როცა შენზე მაღალი კლასის გუნდს ეთამაშები, ამ მომენტში, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ გუნდურობა შეიძლება, რომ გახდეს.
მთლიანობაში განვლილ გზას და შეკრებას ჯერ ვერ შევაფასებ, დარჩენილი ბოლო ტურის მატჩი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ასევე, უნდა დაველოდოთ შვედეთის თამაშს ნიდერლანდებში, რომელიც ერთი დღით ადრე გაიმართება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ, ჩვენ მათი შედეგი უკვე გვეცოდინება.
საერთოდ, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ მთელი შესარჩევი მეორე ადგილზე ვიყავით და ბოლო ტურის წინ, ჩვენ ჩვენ თავზე დამოკიდებული აღარ ვართ."
ნოდარ ლომინაძისა და ლაშა ოდიშარიას მატჩისშემდგომი კომენტარები
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთადაა. 9 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება/1 ფრე/3 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებითა და ჯამური -17 ქულით, შვედეთი მე-2 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 27 ქულა აქვს.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
15 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დასკვნით შეხვედრას საკუთარ კედლებში, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, სადაც ყველაფერი უკვე ოფიციალურად გადაწყდება. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან შედგება.
აღნიშნულ დაპირისპირებაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება, ხოლო შვედეთმა ნიდერლანდების წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი ვერ უნდა მოიგოს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს, ხოლო საქართველომ ჩრდილოთ მაკედონია პირველ მატჩში, სტუმრად საბა მამაცაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
15 ოქტომბერს, 20:00 საათიდან, ქუთაისში დაგეგმილი საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო უშუალოდ, მატჩის ბილეთები ხელმისაწვდომი Tkt.ge-ზეა.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…