გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია — ქართველი ფეხბურთელი როგორც ლიონში, ისე ეროვნულ ნაკრებშიც გოლს გოლზე იტანს. ამ ყველაფრის ფონზე კი ფრანგული მედია ქართველ ფორვარდზე ყოველდღიურად წერს. როგორც ადგილობრივი, ისე გავლენიანი გამოცემები 24 წლის ფორვარდს უამრავ სტატიას უძღვნიან, რასაც სხვა ევროპული გუნდების ფანების კარგი კომენტარები და გამოხმაურებებიც ემატება.
ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში უკვე 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, თანაც ეს იმის ფონზე, რომ ლიონში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს.
ასეთი კარგი სათამაშო ფორმის ფონზე, ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძის შესაძლო გაყიდვაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. როგორც საფრანგეთში წერენ, თუ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელა, ზაფხულში ლიონს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფერს ემატება ფრანგული კლუბის ფინანსური პრობლემებიც — მოსალოდნელია, რომ ზაფხულში კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის გუნდის ლიდერი რაიან შერკი.
შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე თურქული გალათასარაი მუშაობდა, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. ზაფხულში მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელის თაობაზე ლიონს ბევრად დიდი კლუბები დაუკავშირდებიან. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ ლიონის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეც იქნება დამოკიდებული.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის დროს 3 ფეხბურთელის დამატება ვითხოვე, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი გუნდს გააძლიერებდნენ. პირველ რიგში, ეს ჰარი კეინი იყო. მის დასამ…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება. ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკი…
დადასტურებულად — ხეტაფე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რა დროსაც ესპანურმა კლუბმა ინგლისელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყველა კლუბს სრულიად უფასო…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…