გავლენიანი ბრიტანული წყაროები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც იწერება, საკმაოდ დიდია შანსი, ალისონ ბეკერმა ლივერპული მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ბრაზილიელთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, გამოცდილი კარის დარაჯი ახალ გამოწვევაზე ფიქრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავენ.
შეგახსენებთ, ალისონი ლივერპულის დატოვებას გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც გეგმავდა, როდესაც ბრაზილიელის ტრანსფერით იუვენტუსი იყო დაინტერესებული. თუმცა, ანდონი ირაოლამ ეს ტრანსფერი დაბლოკა და ფეხბურთელი ენფილდზე დარჩა.
რაც შეეხება ლივერპულის სამომავლო გეგმებს, გიორგი მამარდაშვილი უდიდესი ალბათობით გუნდში დარჩება, რადგან მას ირაოლას ნდობა აქვს, კლუბი კი ალისონის შემცვლელს დაიმატებს. გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, მერსისაიდელთა სიაში რამდენიმე მეკარეა, მათ შორის ლაიფციგის 24 წლის კარის დარაჯი მარტენ ვანდევურდტი და პორტუს კაპიტანი დიოგუ კოშტა. რაც შეეხება 18 წლის ლუკა ბრუმანსს, ახალგაზრდა ბელგიელს წინ კიდევ ერთი იჯარა ელოდება.
ალისონის, მამარდაშვილისა და ახალი პოტენციური მეკარის შესახებ მეტი ინფორმაცია სეზონის მიწურულს გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ლივერპული 2027 წელს ახალ მეკარეს აუცილებლად დაიმატებს.








![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)








