ფრანგული გავლენიანი გამოცემა RMC Sport საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს — ფაბრის ჰოვკინსის განცხადებით, ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული არ გახდება! ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ 24 წლის ვინგერი ოქროს ბურთის გამარჯვებულად არ დასახელდება. როგორც ამბობენ, მსგავსი მოლოდინი აქვთ მადრიდშიც.
დღეს პარიზში ოქროს ბურთის რიგით 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საღამოზე 2023/24 სეზონს შეაჯამებენ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მწვრთნელსა და სხვადასხვა გამარჯვებულს გამოავლენენ. უკვე ვიცით 2024 წლის ოქროს ბურთის 30 მთავარი ნომინანტიც. სიას სამეული ლიდერობს, კერძოდ ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და როდრი. დღევანდელ დღემდე, ფავორიტი ამ სამეულსაც ჰყავდა — ყველა დიდი გამოცემის თუ ჟურნალისტის აზრით, 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი ვინისიუსი იყო და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდებოდა, ბრაზილიელი ამ ჯილდოს დღეს მიიღებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება სიტუაციის სრულიად განსხვავებული დასასრული ვიხილოთ. ესპანური გამოცემები კი როდრის გამარჯვებაზე ალაპარაკდნენ...
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…