ხულიან ალვარესმა ბოდიში მოიხადა მადრიდის ატლეტიკოს გულშემატკივრების წინაშე, იმის გამო, რომ გასულ ზაფხულს ბარსელონაში გადასვლას გეგმავდა. "როხიბლანკოსის" დამრიგებელმა, დიეგო სიმეონემ მოიწონა თანამემამულე შეგირდის აღნიშნული ნაბიჯი.
"ყოველთვის ვაფასებ ადამიანს, როდესაც ის ბოდიშს იხდის. მიხარია, რომ ალვარესმა გადადგა ეს ნაბიჯი, თანაც ის ატლეტიკოს გულშემატკივრების წინაშე გულრწფელი იყო. ჩემი შესაფასებელი არაა ის, თუ რა იყო სწორი და რა არა, ასეთია ცხოვრება, ყველაფერი ხდება. რაც მთავარია, ცუდი წარსულში დარჩა", - განაცხადა არგენტინელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ საუბრები სიმეონეს გუნდის თავდამსხმელის კატალონიაში გადასვლის თაობაზე აქტუალური იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ დედაქალაქელებმა ტრანსფერი დაბლოკეს.












