ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის, სამეფო კლუბის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
მადრიდელთა მხრიდან საუკეთესო კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და რეკორდიც დაამაყრა.
კერძოდ, მბაპემ ელ კლასიკოზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში უკვე 8 გოლი გაიტანა, რაც 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგია კლასიკოების ისტორიაში.
აქამდე, რეკორდი ბარსელონას არგენტინელ ლეგენდას ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ელ კლასიკოზე ჩატარებულ პირველ 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.












