ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში ლივერპულმა დაამარცხა ლონდონის ჩელსი და მასპინძლების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი მამარდაშვილი აღმოჩნდა. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, 1:1, რის შემდეგაც მერსისაიდელებმა თამაში 11-მეტრიანებში მოიგეს. ქართველმა გოლკიპერმა ერთ-ერთი გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია.
რაიან გრავენბერხის გამოუყენებელი პენალტით, მატჩის დასრულების შესაძლებლობა ჰქონდა ემანუელ ემეგას, თუმცა მისი 11-მეტრიანი საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერმა მოიგერია. ამ ყველაფერს მოჰყვა ჯო გომესის ზუსტად შესრულებული პენალტი და უესლი ფოფანას არაზუსტი დარტყმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას 26 წლის მეკარემ სამი სეივი განახორციელა. აუცილებლად სახსენებელია ინგლისის ლიგის თასის მე-3 რაუნდის შეხვედრაც ტოტენჰემთან, რომელშიც "წითლების" 25-ე ნომერმა თავისი გუნდი 5-ჯერ იხსნა. ფაქტია, აღნიშნულ ტურნირზე ენფილდის მკვიდრთა წარმატებაში მამარდას როლი ძალიან დიდია.
სამწუხაროა ის, რომ ქართველ მეკარეს ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაში ახალ სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ხომ არ მოვიდა დრო, გიორგი ანდონი ირაოლას დამრიგებლობით გამოიცადოს ლიგის თასის ფარგლებს გარეთაც? მითუმეტეს, "ლურჯებსა" და "მამლებთან" შეხვედრებში ლივერპულის გოლკიპერმა ამის ყველა წინაპირობა შექმნა.
🏴🔴 ATAJADÓN DE MAMARDASHVILI A EMEGHA HEROICO EL PORTERO GEORGIANO PARA MANTENER CON VIDA AL LIVERPOOL ANTE CHELSEA EN LOS PENALTIS 🇬🇪🛡️ https://t.co/rvsMUQS20L
— Ligas Top del Fútbol (@LigasTopFutbol) October 28, 2026











