სერია A-ს მე-9 ტურის მორიგი მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა ვენეცია-ინტერისა და მილანი-ბოლონიას დაპირისპირებები იხილეს, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
"ნერაძურიმ" საკმაოდ სუსტ მეტოქეს მარტივად მოუგო და დერბი დელა მადონინას წინ კარგი განწყობა შეიქმნა.
ამასობაში, კრისტიან კივუს გუნდმა 25 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა.
ვენეცია 0-2 ინტერი
გოლები: 0-1 მატიას მორენო (ს.კ.) 70', 0-2 აკორ ადამსი (ს.კ.) 82'.
კიდევ ერთი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ბოლონიას უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ "როსონერიმ" პირველი ტაიმი მოიგო, საბოლოო ჯამში გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
რუბენ ამორიმის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
მილანი 2-4 ბოლონია
გოლები: 0-1 სამუელ მბანგულა 8', 1-1 ალპაჯო სისე 14', 2-1 ალპაჯო სისე 27', 2-2 დავიდე ბარტეზაგი (ს.კ.) 60', 2-3 სამუელ მბანგულა 62', 2-4 სამუელ მბანგულა 86'.
შეგახსენებთ, სეზონის პირველი დერბი დელა მადონინა 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.











