რიგგარეშე არჩევნები და ცვლილებები ძიუდოს ფედერაციაში, - დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა რომ 30 ნოემბერს ან პირველ დეკემბერს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ასევე სამომავლო გეგმებთან ახალი პროექტები განხორციელდება, „გამოწვევა 2029“ და „გამოწვევა 2032“, რომლებიც სპორტსმენების მომზადებასა და ახალი თაობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
დღეს ასევე ისაუბრე საქართველოს ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელის გურამ მოდებაძის შესახებ და აღინიშნა, რომ ხელშეკრულება 2 წლიანი იქნება.











