ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგს ავტომობილის სახიფათო მართვისთვის 12-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი 18 თვით გადაუვადეს. ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სასამართლომ ასევე მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვა და 100 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება დააკისრა. სტერლინგმა ბრალი აღიარა.
საქმე 2026 წლის 28 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება. 31 წლის ფეხბურთელი ლამბორგინი Urus-ით მოძრაობისას აზოტის ოქსიდს (ე.წ. ლაფინგ გასს) ისუნთქავდა. ის ავტომობილით გზაზე სახიფათო მანევრებს ასრულებდა, რამდენიმე ზოლს კვეთდა და საბოლოოდ ლითონის ღობეს შეეჯახა. შემთხვევის დროს მასთან ექვსი აზოტის ოქსიდის ბალონი აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, სტერლინგი ბოლოს ფეიენოორდში თამაშობდა, სადაც მოკლევადიანი კონტრაქტით იმყოფებოდა. ამჟამად 31 წლის ინგლისელი თავისუფალი აგენტია და როგორც იწერება, კარიერის დასრულება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.


![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)







