ბარსელონაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ჰანსი ფლიკმა მხოლოდ ერთი ტრანსფერი მოითხოვა - ცაცია ცენტრალური მცველის დამატება. დეკუ კი საქმეს უკვე შეუდგა და მის სიაში სამი ფეხბურთელი მოხვდა.
ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი) და ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი) - ბარსელონა სამივე ფეხბურთელის დამატებით სერიოზულად ინტერესდება.
ბასტონის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით €50 მილიონია. რაც შეეხება შლოტერბეკს, გერმანელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად €60 მილიონი აქვს მითითებული. ბოლოს კი ლისანდრო მარტინესი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება - არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით €20-25 მილიონია.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონას პოტენციურ სამიზნეებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

















