ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მადრიდის რეალის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
ხშირად იწერება, რომ ვინისიუსმა სამეფო კლუბში თავი ამოწურა და მისი წასვლის დროა, თუმცა ფიგუ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„ვინისიუსი საკუთარ დონესა და სტატუსს აუცილებლად დაიბრუნებს, რადგან ამისთვის საჭირო დონე აქვს“, - განაცხადა მან Betfair-თან ინტერვიუში. ფიგუ ბრაზილიელის ფორმის ვარდნას იმ პერიოდებს უკავშირებს, რომლებსაც ყველა ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში გადის, და დარწმუნებულია, რომ ეს პერიოდი მალე დასრულდება:
„დარწმუნებული ვარ, ის თავის ადგილს და ჩვეულ სათამაშო დონეს დაუბრუნდება. კვლავ იქნება ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“.
ფიგუმ არდა გიულერის კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქი შემტევი რეალისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ის გუნდის შეტევების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა თავისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო. მას უყვარს საგოლე მომენტების შექმნა“, - აღნიშნა ყოფილმა ფეხბურთელმა.
ბოლოს კი ფიგუ ჟოზე მოურინიოს წვლილზე საუბრობს:
"„ჩემი აზრით, მოურინიომ ის შეიცვალა, რომ ახლა ყველა ფეხბურთელი გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იღებს დაცვით თამაშში."











