მერაბ დვალიშვილმა ვერ შეძლო სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის დაბრუნება - ის პიოტრ იანის საკუთრებაში დარჩა. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 61 კილოგრამში ამჯერად? პროგნოზის სახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსი მებრძოლის შემდეგი მოწინააღმდეგე შონ ო'მალი იქნება.
ამერიკელმა ყოფილმა ჩემპიონმა "მანქანასთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოახერხა რეაბილიტირება, სონგ იადონგსა და აიმან ზაჰავისთან მოგებით. ამის გარდა, "შუგას" წარსულში იანიც დაუმარცხებია. აქედან გამომდინარე, 61 კილოგრამის მოქმედ ქამრის მფლობელს შეიძლება ითქვას, რომ დაუმთავრებელი საქმე დარჩა.
რაც შეეხება ქართველ ყოფილ ჩემპიონს, იმის გათვალისწინებით, რომ UFC ასპარეზს დაუთმობს რუს მებრძოლსა და ო'მალის, მის მეტოქედ შეგვიძლია ვივარაუდოთ იადონგი, მარიო ბაუტისტა ან შესაძლოა უმარ ნურმაგომედოვთან დილოგიაც ვიხილოთ.














