ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი მიზნად მომავალი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმოჩენასა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის იდეალური პირობების შექმნას ისახავს.
















