ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის კიდევ ორი მატჩი დასრულდა. მაყურებლებმა ფენერბაჰჩე-ლივერპულისა და აეკი-რეალ მადრიდის დაპირისპირებები იხილეს, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
ფენერბაჰჩეს სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილეს, სადაც საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
დირკ კიუტმა ყოფილ გუნდს მოუგო, რითაც ფენერბაჰჩემ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.
ფენერბაჰჩე 3-2 ლივერპული
გოლები: 0-1 ტრეი ნიონი 25', 1-1 მეისონ გრინვუდი 29', 1-2 ალექსანდერ ისაკი 69', 2-2 არჩი ბრაუნი 73', 3-2 ვედატ მურიქი 79'.
მეორე ადრეული მატჩი ათენში გაიმართა, სადაც აეკმა სამეფო კლუბს უმასპინძლა.
ნიკოლიჩის გუნდმა საოცრად ძლიერ მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში არაფერი დაუთმო და 1 ქულის მოპოვებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა გამარჯვება მაინც მოურინიოს გუნდს დარჩა.
აეკი 2-3 რეალ მადრიდი
გოლები: 1-0 აბუბაქარ კოიტა 12', 1-1 ჯუდ ბელინგემი 32', 2-1 სტავროს პილიოსი 75', 2-2 კილიან მბაპე7 78', 2-3 ფედერიკო ვალვერდე 90+2'.











