პსჟ-ს გამორჩეული ფეხბურთელების - დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმების შემდეგ, ლუის ენრიკეს საფიქრალი გაუჩნდა.
დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ზამთარში ახალ შემტევს დაიმატებენ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა კრისტოფ დუგარიმ გააკეთა.
"თუ გოდტსის, ფერან ტორესის ან აკლიუშის იმედად დარჩენას აპირებენ, ამას აზრი არ აქვს. საჭიროა ტოპ დონის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს დაუყოვნებლივ გააძლიერებს. პსჟ-მ ასეთი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა", - განაცხადა დუგარიმ.
მოგეხსენებათ, ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო, დუეც და კვარაცხელიაც, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ.











