საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. შეხვედრაში, რომელიც მესხი 2-ზე შედგა, 2 გოლი გავიდა: 67-ე წუთზე საბა ხარებაშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებას გიორგი ნიკოლაიშვილმა თავით უპასუხა. მეორე კი 90-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ნიკოლოზ ჩიქოვანმა შესანიშნავი გოლი შემოგვთავაზა და მატჩი ანგარიშით - 2-0 დაასრულა.
საკვალიფიკაციო: საქართველო 2-0 სლოვაკეთი
2 მატჩის შემდეგ, ჯგუფს 4 ქულით მონტენეგო ლიდერობს, პოლონეთსა და საქართველოს თანაბარი 3-3 ქულა აქვთ. 25 მარტს, კვლავ მესხი 2-ზე, 19:00 საათიდან, ლაშა ფირცხალაიშვილის ნაკრები სწორედ ლიდერ მონტენეგროს დაუპირისპირდება, სადაც უკვე ყველაფერი ოფიციალურად გადაწყდება. როგორც იცით, ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გასვლას მხოლოდ პირველადგილოსანი ნაკრები შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, ელიტ-რაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდში მოიპოვა, სადაც მასპინძელი შვედეთის დამარცხებისა და ესტონეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა 4 ქულით შეძლო.
19-წლამდე ნაკრებების 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი 13-26 ივნისს, რუმინეთში შედგება.
⭕შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოს
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩი იბერიასა და მიალბის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "გულდასაწყვეტი ფრეა, რადგან ბოლო წუთებამდე ვიგებდით. სამწუხაროა, რომ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთადერთი დადებითი რამ, რ…
იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვედურ მიალბისთან ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართული კლუბის მხრიდან გოლი პენალტით ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა მატჩის მიწურულს ტომ პეტერსენმა ანგარიში გაათანაბრა. იბერია 1-1 მიალბი გოლები:1-0, ჯინჯოლავა 55' (პენ.). 1-1, პეტერსენი 89'.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკა…
22 წლის შემდეგ პირველად - თბილისში ევროტურნირების მთავარი ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია მიალბის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, იბერიამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო და სტ.ტრუიდენთან 2:0 დამარცხდნენ. მიალბიმ კი ანდორის წარმომადგენე…
დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთ…