ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ჩატარებული შვიდი ტურის შემდეგ, ახალგაზრდა ფორვარდს გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია. ადგილობრივ პრესაში იწერება ქართველი ფორვარდის ოლიმპიკიდან იჯარით სხვა გუნდში წასვლის შესახებაც. რაც შეეხება ფრანგი თავკაცის პოზიციას, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"მიქაუტაძე ლიონში დიდი მოლოდინითა და ზეწოლით ჩამოვიდა. მას ჰქონდა გოლის გატანის არაერთი მცდელობა და რენთან შეხვედრაში მან პენალტიც ვერ გამოიყენა. მართალია, ჟორჟს ჯერ არ გაუტანია გოლი, მაგრამ ის მაღალი დონის ფორვარდად რჩება. დარწმუნებული ვარ, თავის ადგილს ოლიმპიკში აუცილებლად იპოვის.
ქართველი თავდამსხმელი გადის ადაპტაციის პროცესს და თანაგუნდელებთან გაერთიანების პროცესშია", - განაცხადა რონელების მწვრთნელმა. აქვე დავამატებთ, რომ "ლომები" შემდეგ მატჩს გამართავენ 20 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17:00 საათზე, მეტოქე ლე ავრი იქნება.
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…