კონფერენს ლიგაზე მე-4 ტურის მატჩი ჩაატარა იბერია 1999-მა, რომელიც გასვლაზე კოპენჰაგენს დაუპირისპირდა.
საკმაოდ ძლიერი მეტოქის მიუხედავად, ლევან კორღალიძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და 1 ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყო.
საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. იბერია 1999 ოთხი ტურის შემდეგ 1 ქულით სატურნირო ცხრილის 30-ე პოზიციაზე იმყოფება. თბილისური კლუბი მომდევნო მატჩს ხეტაფესთან ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
კოპენჰაგენი 2-1 იბერია 1999
გოლები: 1-0 მუჰამედ ელიუნუსი (პენ.) 19', 2-0 ვაჰიდ სელიმოვიჩი (ს.კ.) 22', 2-1 ამირან ძაგანია 30'.
ფოტო: იბერია 1999.












![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)