ეროვნული ლიგის 31-ე ტური ფოთის კოლხეთისა და სამგურალის დაპირისპირებით დაიწყო. მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც წყალტუბოელები უპირატესობას დაეუფლნენ, მეორე ნახევრის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს და ფრედ 1:1 ითამაშეს.
აუტსაიდერების მატჩი გაგრასა და სამტრედიას შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.
დღის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც ლიდერმა იბერიამ დინამო თბილისი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ანგარიში სილამ პირველივე წუთზე გახსნა. 6-წუთიან შუალედში მაისურაძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გააძევეს და დინამოს საქმე უფრო გართულდა.
32-ე წუთზე მამაგეიშვილის გადაცემით სილამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვალ, 31-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება - დინამო ბათუმი თელავს უმასპინძლებს, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები - დილა და ტორპედო კი ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან.
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: ბარსელონა vs რეალ მადრიდი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქსირეთ თქვ…
პრემიერ ლიგის მერვე ტურში გაიმართება ლონდონური დერბი - ჩელსი ტოტენჰემს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან. ჩელსი V ტოტენჰემი | 20:30 ლონდონურმა გუნდებმა სეზონი დაიწყეს განსხვავებულად - ჩელსი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებას, ტოტენჰემი კი გასავარდნი ზ…
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამოელებმა უშუალო კონკურენტი 0:2 დაამარცხა და სატ…
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი საწვრთნელ ბაზაზე წაიქცა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.…
ანტონიო კონტემ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდის გარეშე არის. იტალიელი სპეციალისტის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ ყოფილა. "ჩემს სახელს არაერთ კ…
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. ავსტრალიელი ვეტერანი აღნიშნულ ჩხუბში რუსი მებრძოლისკენ გადაიხარა. "ეს საოცარი ბრძოლა არის. ორივე მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზი…
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…