დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით "ქალაქელებმა" 1 ქულის გადარჩენა შეძლეს.
ასევე გამოსარჩევია რეალ მადრიდის მიერ განადგურებული პსვ ეინდჰოვენი, ანგარიშით 5:1 - ორი გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, თითოჯერ კი ნიდერლანდელთა კარი აიღეს ვინი ჟუნიორმა, ფედე ვალვერდემ და ჯუდ ბელინგემმა. ერთგვარი მოულოდნელობა დაფიქსირდა ლონდონში, სადაც არსენალმა ვერ შეძლო დორტმუნდის ბორუსიასთან მოგება, 1:1.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| მანჩესტერ სიტი 2:2 ნაპოლი |
| არსენალი 1:1 დორტმუნდი |
| რეალი 5:1 პსვ |
| კომო 1:0 აეკი |
| ფეიენორდი 0:1 პორტუ |
| გალათასარაი 1:0 ასტონ ვილა |
| ლაიპციგი 3:1 ლანსი |
| სლოვანი 0:2 ბეტისი |
| ბოდო გლიმტი 1:0 ლასკი |



![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)







