კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში იბერია საკუთარ მოედანზე ხეტაფეს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გააკეთა.
"მძიმე მარცხია. გუნდი თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა, რადგან ეს გვჭირდებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით. ჩვენი შანსები დღევანდელ გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული და ახლა, პრაქტიკულად, ყველაფერი დაკარგულია.
არ შეიძლება იმედგაცრუებების დაგროვება, რადგან უკვე ძალიან ბევრი დაგვიგროვდა. ჩემი გუნდები ყოველთვის გამორჩეული სათამაშო სტილით გამოირჩეოდნენ, ახლა კი ყველაფერი საპირისპიროა. ეს გუნდი საერთოდ არ ჰგავს იმ გუნდებს, რომლებსაც ვწვრთნიდი.
ერთი ძალიან დიდი ნაკლი გვაქვს. გვაკლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ერთ-ერთზე სიტუაციებში მეტოქის მოტყუება და გაქცევა. დღესდღეობით ყველა გუნდს ჰყავს სწრაფი ფეხბურთელები, ჩვენ კი ეს გვაკლია", - განაცხადა ბორდალასმა.











