საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ უკრაინასთან წაგებული 1:0 მატჩი შეაფასა.
"ამ მდგომარეობის სირთულეს ყველაზე მეტად ჩვენ ვგრძნობთ, უნდა დაიბრუნოს ნაკრებმა ის, რაც ევროპის ჩემპიოანტზე გვქონდა. უნდა წავიდეთ კლუბებში და ბევრი ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე. ეს ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელია.
უფრო სხვა მენტალობის ეროვნული ნაკრები ვიქნებით და უნდა გავითავისოთ, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა რომელიმე გუნდი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ქართველი ხალხის აზრია. ერთი ორგანიზმი ვართ და ამიტომ გვქვია ეროვნული ნაკრები. გულშემატკივარს მივმართავ, რომ გვერდში დაგვიდგეს, მხარი დაგვიჭიროს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტში სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილოთ", - განაცხადა გოგლიჩიძემ.












