ლა ლიგის მეათე ტურში გაიმართა ელ კლასიკო, რომელშიც მადრიდის რეალმა სტუმრად ბარსელონა ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან დუბლი გაიფორმა კილიან მბაპემ, კატალონიელების ანგარიშზე კი 1 ბურთი რაფინიას დამსახურებით გავიდა. აღნიშნული შედეგით, სხვაობა "სამეფო კლუბსა" და "ბლაუგრანას" შორის პრიმერაში 3 ქულამდე შემცირდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კამპ ნოუს ბინადრები ერთი კვირის შუალედში დამარცხდნენ ზედიზედ ორჯერ - თავდაპირველად ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან, ახლა კი პრიმერა დივიზიონში ბერნაბეუს მკვიდრებთან.
ბარსელონა 1:2 რეალი
გოლები: 0:1, 1:2 კილიან მბაპე 41', 87', 1:1 რაფინია 61'.











