საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორ მატჩს 14 და 17 ნოემბერს, უნგრეთისა და უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მოახლოვებული მატჩების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
უნგრეთთან და უკრაინასთან შანსებზე.
"ეს მატჩები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი მაინც შედეგია და პირველი შეკრება იქნება, სადაც მექნება დრო, რათა ფეხბურთელებს ჩემი ხედვები და იდეოლოგია გავუზიარო. ეს ყველაფერი კი საქართველოს ნკრებმა მომავალში მოედანზე უნდა გადაიტანოს."
ტრავმირებულებზე
"სამწუხაროა, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი - მათი დანაკლისი დიდია, თუმცა მეორეს მხრივ, ეს არის შანსი იმ მოთამაშეებისთვის, ვისაც შედარებით ნაკლები დრო ჰქონდათ, რათა თავიანთი შესაძლებლობები დაემტკივცებინათ. ახალი სახეები გვყავს და ყველაფერს სავარჯიშო პროცესის დროს ვიხილავთ."
კაპიტნის თემა
"საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე. შესაბამისად, ამ შეკრებაზე ნაკრების კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება."
ნაკრების პრობლემები
"გავაკეთეთ ანალიზი, თუ სად ჰქონდა ნაკრებს პრობლემები, რა იყო გამოსასწორებელი და რა უნდა შეგვეცვალა. ოთხი სავარჯიშო პროცესის ჩატარება გვიწევს და ამ დროში, ჩვენს მოთამაშეებს ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ. ასევე მთავარია, რომ ვნახო ხასიათი, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდება."
ხვიჩა კვარაცხელიაზე
"როგორც უკვე ვთქვი, კვარაცხელიას ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. მას ვესაუბრეთ და ბოლომდე ხვიჩას გვერდში ვართ. მისი განვლილი გზისა და ხასიათიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. კვარას შეცვალზე ფიქრს აზრი არ აქვს, ამიტომ ამ შეკრებაზე ჩვენი მიზანი გუნდური თამაში და წარმატების ასე მიღწევა იქნება."










![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


