გუშინ ღამით NBA-ის პლეიოფის 1/4-ფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც როგორც კლივლენდ კავალიერსმა, ისე დალას მავერიქსმაც სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ბოსტონ სელტიქსმა საკუთარ არენაზე მეორე შეხვედრის მოგება ვეღარ მოახერხა. თიდი გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა, საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 94:118.
ჯონ-ბლეირ ბიკერსტაფის გუნდიდან საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა. ბოსტონიდან კარგი მატჩი ჰქონდა ჯეისონ ტატუმს - 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი.
სერიის მესამე მატჩს უკვე კლივლენდი უმასპინძლებს. შეხვედრა 12 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
სერიაში ანგარიშის გათანაბრება დალას მავერიქსმაც მოახერხა - ჯეისონ კიდის გუნდმა ოკლაჰომა სიტი თანდერი 110:119 დაამარცხა და მესამე მატჩის წინ, კარგი განწყობაც შეიქმნა.
მატჩის MVP, შაი გილგეუს-ალექსანდერი გახდა, რომელიც უბრალოდ შეუჩერებელია - 33 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი. კანადელი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. დალასს კი ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, სერბის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.
სერიის მესამე შეხვედრას დალასი უმასპინძლებს. ამერიქან ეარლაინ ცენტრში შეხვედრა 11 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…