გუშინ ღამით NBA-ის პლეიოფის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა, სადაც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩები ვიხილეთ.
დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ლოს ანჯელესში შედგა - ადგილობრივი კლიპერსი დალას მავერიქს დაუხვდა. ლუკა დონჩიჩის გუნდმა სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მესამე თამაშის წინ კარგი განწყობაც შეიქმნა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 93:96 დაფიქსირდა.
დონჩიჩის ანგარიშზე 32 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი იყო. ლოს ანჯელეს კლიპერსიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა მოუპოვა.
ეს წყვილი პლეიოფებში ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება. ორივე გუნდში ძალიან მაღალი დონის კალათბურთელებს ვხედავთ, შესაბამისად, წინ უფრო დაძაბული მატჩები გველოდება. სერიის მესამე შეხვედრა დალასში 27 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთი შეხვედრა მინეაპოლისში გაიმართა, სადაც მინესოტა ტიმბერვულვზმა სერიაში უპირატესობა გაზარდა და ფინიქს სანსი უშანსოდ, 105:93 დაამარცხა. მინესოტელთა მხრიდან პარკეტზე საუკეთესო ჯეიდენ მაკდანიელსი იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი. სტუმარი გუნდიდან კი დევინ ბუკერი გამოირჩეოდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა მოუტანა. ამ წყვილში მინესოტას ასეთ უპირატესობას ბევრი არ ელოდა, საინტერესოა, როგორ გაგრძელდება სერია უკვე ფინიქსში, სადაც სანსი ორ შეხვედრას ჩაატარებს. მომდევნო მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.
აღოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც მილუოკი ბაქსი ფისერვ ფორუმ არენაზე ინდიანა პეისერს დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში, 108:125 დამარცხდა. სტუმარმა გუნდმა სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
მატჩის MVP პასკალ სიაკამი გახდა. 30 წლის კამერუნელი როგორც პირველ მატჩში, ახლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო პარკეტზე - 37 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი. რაც შეეხება მილუოკი ბაქსის მხრიდან გამორჩეულ კალათბურთელს, დემიან ლილარდმა საკუთარ გუნდს 34 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მოუპოვა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. სერიის მესამე შეხვედრა 27 აპრილს, თბილისის დროით 01:30 საათზე გაიმართება.
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…
26 ოქტომბერს, ოქროს ბურთს დაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალი ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტიც, იამალს იმდენად სჯერა ოქროს ბურთი…